ჭდე: საფრანგეთი

საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრს 1 წელი მიუსაჯეს

საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრს 1 წელი მიუსაჯეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს. საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს. 77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია, სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. ექსმინისტრის ადვოკატმა განაცხადა, […]

80 კარაქი, 32 სნიკერსი, 12 ქინდერი – საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს

80 კარაქი, 32 სნიკერსი, 12 ქინდერი - საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს

საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს. ისინი პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა და საბარგულში მოპარული პროდუქტები უპოვა. მანქანის საბარგულში საფრანგეთის პოლიციამ 80 შეკვრა კარაქი, 32 „სნიკერსი“, 12 „ქინდერი“, 6 „ბაუნტი“ და რამდენიმე „ტვიქსი“ აღმოაჩინა. ქართული მაფიის კარგად ორგანიზებულ ქსელი რეგიონს 2018 წლიდან აწუხებს. ტვ პირველი

საფრანგეთში ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო გახდა

საფრანგეთში კოვიდპასპორტები გააპროტესტეს

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის უახლესი ზომები, მათ შორის ვაქცინაციის საშვი. ახალი კანონით, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და შორი მანძილის მატარებლებით მგზავრობისას. ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა. ამჟამად, არავაქცინირებულ მოქალაქეებს აღნიშნულ ადგილებში შესვლა შეუძლიათ, თუ ისინი კორონავირუსის […]

“ანტიკოვიდური რეგულაციები ყელში ამოვიდა” – საფრანგეთში პედაგოგების გაფიცვა იწყება

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საფრანგეთში მასწავლებელთა ეროვნული გაფიცვა იწყება. ინფორმაციას Еuronews ავრცელებს. მისი თქმით, პედაგოგები მუდმივად ცვალებადი ანტიკოვიდური რეგულაციებით დაიღალნენ. პოტენციური ინფიცირების გამო ტესტირებისა და იზოლაციის უამრავი მოთხოვნები სასწავლო პროცესს უშლის ხელს და მასში ქაოსი შეაქვს. პედაგოგები აცხადებენ, რომ მსგავს პირობებში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ისინი უფრო უსაფრთხო პირბადეებსა და საკლასო ოთახებში ვენტილაციის დონის შესამოწმებლად მონიტორებს ითხოვენ. “მოსწავლეები […]

“2 წელი იბრძოდა” – საფრანგეთში ჩოხატაურელი გია მინდაძე გარდაიცვალა

"2 წელი იბრძოდა" - საფრანგეთში ჩოხატაურელი გია მინდაძე გარდაიცვალა

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი 39 წლის, გია მინდაძე გარდაიცვალა. მინდაძე საფრანგეთში მძიმე სენს ებრძოდა. ორ წლიანი მკურნალობის მიუხედავად, მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო. აწ გარდაცვლილი, საფრანგეთში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და სხვადასხვა სახის მკურნალობას გადიოდა. როგორც მისი მეგობრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, – მას ბოლომდე სჯეროდა, რომ ვერად დაავადებას მოერეოდა და სიმსივნეს დაამარცხებდა, თუმცა მედიცინა უძლური აღმოჩნდა. გია […]

საფრანგეთში ტყუპი ტელეწამყვანი ძმები კოვიდმა იმსხვერპლა

საფრანგეთში ტყუპი ტელეწამყვანი ძმები კოვიდმა იმსხვერპლა

საფრანგეთში ცნობილი ტელეწამყვანი ტყუპი ძმებო – გრეგუარ და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსმა იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ავრცელებს. გრეგური 28 დეკემბერს, მისი ძმა, იგორი კი 3 იანვარს გარდაიცვალა. 72 წლის ძმები კორონავირუსზე აცრილები არ იყვნენ. ახლობლების თქმით, ძმებს მიაჩნდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ კორონავირუსისგან დაიცავდა. ისინი არასდროს ყოფილან ავად და სჯეროდათ, რომ ეს ვირუსი მათთვის […]

საფრანგეთში სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის გაძარცვა სცადა

საფრანგეთში სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის გაძარცვა სცადა

საფრანგეთში, მეცერალის დასახლებაში, 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს, სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის აგარაკის გაქურდვა სცადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მას შემდეგ რაც მეზობლებმა ფრანგი მილიონერის სახლის წინ ქართველები საეჭვო ვითარებაში შენიშნეს, მათ ჟანდარმებს მიმართეს. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში ლეგალურად მცხოვრები სამი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. მათივე ცნობით, დაკავებულები პრეფექტურის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ დაკავების […]

მაკრონი – “არავაქცინირებულებს მაქსიმალურ პრობლემებს შევუქმნით”

მაკრონი - "არავაქცინირებულებს მაქსიმალურ პრობლემებს შევუქმნით"

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არავაქცინირებული ადამიანებისთვის ერთგვარ გაფრთხილებას აგზავნის. „მინდა, რომ დისკომფორტი შევუქმნა მათ და ჩვენ ამის კეთებას განვაგრძობთ ბოლომდე“, -აღნიშნა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, მას სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს. ,,არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა […]

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ფრანგმა ექიმებმა, მედდებმა, მომვლელებმა და სანიტრებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი მუტაცია კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დააინფიცირა. ინფიცირებულებისგან მიღებულმა ტესტმა „მუტაციის ატიპური კომბინაცია“ აჩვენა. კორონავირუსის ამ ახალმა შტამმა დროებით აღნიშვნა B.1.640.2 მიიღო და ის მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. პრაიმ ტაიმი

საფრანგეთი 6 თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება

მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

2022 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება. საფრანგეთი თავმჯდომაროებას როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს. „ერთი წინადადებით რომ მომიწიოს ევროკავშირის პრეზიდენტობის მიზნების მიმოხილვა, რომელიც გაგრძელდება 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ევროპული თანამშრომლობიდან […]