საფრანგეთში სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის გაძარცვა სცადა

საფრანგეთში სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის გაძარცვა სცადასაფრანგეთში, მეცერალის დასახლებაში, 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს, სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის აგარაკის გაქურდვა სცადა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მას შემდეგ რაც მეზობლებმა ფრანგი მილიონერის სახლის წინ ქართველები საეჭვო ვითარებაში შენიშნეს, მათ ჟანდარმებს მიმართეს.

როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში ლეგალურად მცხოვრები სამი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული.

მათივე ცნობით, დაკავებულები პრეფექტურის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

პრაიმ ტაიმი