“ანტიკოვიდური რეგულაციები ყელში ამოვიდა” – საფრანგეთში პედაგოგების გაფიცვა იწყება

"ანტიკოვიდური რეგულაციები ყელში ამოვიდა" - საფრანგეთში პედაგოგების გაფიცვა იწყებადღეს საფრანგეთში მასწავლებელთა ეროვნული გაფიცვა იწყება. ინფორმაციას Еuronews ავრცელებს.

მისი თქმით, პედაგოგები მუდმივად ცვალებადი ანტიკოვიდური რეგულაციებით დაიღალნენ.

პოტენციური ინფიცირების გამო ტესტირებისა და იზოლაციის უამრავი მოთხოვნები სასწავლო პროცესს უშლის ხელს და მასში ქაოსი შეაქვს.

პედაგოგები აცხადებენ, რომ მსგავს პირობებში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ისინი უფრო უსაფრთხო პირბადეებსა და საკლასო ოთახებში ვენტილაციის დონის შესამოწმებლად მონიტორებს ითხოვენ.

“მოსწავლეები ნორმალურად ვერ სწავლობენ, მათი რიცხვი კლასში მუდმივად იცვლება და განათლების ჰიბრიდული ფორმა, დისტანციურიდან ოფლაინზე გადასვლა, შეუძლებელია“, – აცხადებენ პროფკავშირები.

რეპორტი