ჭდე: სარფი

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში […]

შემოსავლების სამსახურში თურქეთის ელჩი დაიბარეს – რა ხდება სარფში

შემოსავლების სამსახურში თურქეთის ელჩი დაიბარეს - რა ხდება სარფში

შემოსავლების სამსახურში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი დაიბარეს. უწყებას დიპლომატი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ პრობლემებთნ დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. უკვე მეორე დღეა სარფში შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა, რაც თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. პრაიმტაიმი

თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ

თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ხმაურია, ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების განცხადებით, 37 წლის როინ ლეონიძე მეუღლესთან ერთად თურქეთში გადადიოდა, როდესც მას თურქმა მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოთხი თურქი მებაჟე ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.