შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.