სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ხმაურია, ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივების განცხადებით, 37 წლის როინ ლეონიძე მეუღლესთან ერთად თურქეთში გადადიოდა, როდესც მას თურქმა მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოთხი თურქი მებაჟე ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

