ჭდე: სასამართლო

8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), […]

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რ.ყ-ს 15 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე […]

დმანისში 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ს.ა-ს 15 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის […]

“ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა” – მოწმე რამაზაშვილის ჩვენება

"ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა" - მოწმე რამაზაშვილის ჩვენება

ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოწმემ – გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა. ის სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს. რამაზაშვილი იმ ავტომანქანას – „მინივენს“ მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. […]

ნიკა მელია თავის სასამართლოს ვერ დაესწრება

ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს - "მადლობა, რომ არსებობთ, რადგან ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია. სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 […]

ნიკა მელიას სასამართლო 29 აპრილს გაიმართება

ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს - "მადლობა, რომ არსებობთ, რადგან ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ"

29 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, ხელისუფლებას აქვს შანსი, ნიკა მელია ციხიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოუშვას. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 29 აპრილის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან მელიას მათი თავდებობით გათავისუფლების საკითხი დადგეს. ადვოკატმა დღეს მელია რუსთავის პენიტეცნიურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ შეთანხმების […]

ნიკა მელია სასამართლოში მიიყვანეს

ნიკა მელიას სასამართლო დღეს 4 საათზე დაიწყება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იმყოფებიან. მელიას სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს.

ნიკა მელია 8 აპრილს შეიძლება ციხიდან გამოუშვან

ჯერი ჩვენზე, ხალხზეა! საქართველოში ვიხილეთ რეპრესიის რუსული მეთოდი“ - ლევან ვარშალომიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა. სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, თუ რა ეტაპიდან გაგრძელდება სხდომები, ან რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, ეს მისთვის უცნობია. ის არ ფლობს ინფორმაციას, დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის […]

მეან-გინეკოლოგ ი.მ-ს 8 წლის შემდეგ 1,5 წელი მიუსაჯეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ი.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათი ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013 წლის იანვარში, ქ.დუშეთში შპს “ჯეოჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ი.მ. ახლად ნამშობიარებ დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სეფსისი განუვითარდა, გულგრილად […]

გოგი წულაია – “ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო და გავხსნათ სასამართლო”

გოგი წულაია - "ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო და გავხსნათ სასამართლო"

ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებიდან მალევე დაიხურა, მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში სექსუალური ძალადობის ნიშნების გამო მიიღო. პროცესის დახურვა თავად ბრალდებულმა გააპროტესტა, სხდომაზე წულაიამ განაცხადა, რომ ამბავი მისმა მეუღლემ უკვე გაიგო და შესაბამისად, დასამალიც აღარაფერი აქვს. “გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი” – […]