გოგი წულაია – “ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო და გავხსნათ სასამართლო”

გოგი წულაია - "ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო და გავხსნათ სასამართლო"ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებიდან მალევე დაიხურა, მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში სექსუალური ძალადობის ნიშნების გამო მიიღო.

პროცესის დახურვა თავად ბრალდებულმა გააპროტესტა, სხდომაზე წულაიამ განაცხადა, რომ ამბავი მისმა მეუღლემ უკვე გაიგო და შესაბამისად, დასამალიც აღარაფერი აქვს.

“გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი” – განაცხადა გოგი წულაიამ.

პროკურატურა მისთვის სავარაუდოდ, პატიმრობას ადვოკატები კი, გირაოს ან უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროკურორის თქმით, ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ფაქტობრივი გარემოებები.

წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება.  უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2