ჭდე: შეჭრა

სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში პროტესტანტები შეიჭრნენ

სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში პროტესტანტები შეიჭრნენ

სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის გარეგინ II-ის რეზიდენციის კანცელარიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც კათოლიკოსის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეჩმიაძინის პრეს სამსახურის უფროსმა ვაგრამ მელიქიანმა დაწერა: „ცოტა ხნის წინ ცნობილი ინიციატივის ავტორები ეჩმიაძინის წმინდა საყდრის კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი უპატივცემულოდ იქცევიან, აყენებენ ულტიმატუმებს და ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. ისინი არ ისმენენ სასულიერო პირების […]

დააკავეს პიროვნება, რომელიც ჩალაუბნის საპატრულოში შეიჭრა

ლიტველი ტურისტის ძარცვის, მაღაზია „პარნასის“ და კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტებზე 16 წლის დ.ყ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალგაზრდა კაცი. ძარცვისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მის ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 2 აპრილს, პირმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა წაართვა. შემდეგ საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში […]

კომაში მყოფი ხატია თვაურის ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

კომაში მყოფი ხატია თვაურის ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ხმაურია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტ ხატია თვაურის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები საავადმყოფოს შეობაში შესვლას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ კერძო დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოგვიანებით ისინი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. შედეგად, კლინიკის დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო. ახლობლები მოითხოვდნენ, 18 წლის გოგონას მკურნალი ექიმის ნახვას და საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას იმის შესახებ თუ […]

ბათუმში ინდუსტრიულ ტექნიკუმში 7 ოჯახი შეიჭრა

ბათუმში ინდუსტრიულ ტექნიკუმში 7 ოჯახი შეიჭრა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე “ინდუსტრიული ტექნიკუმის” ყოფილ შენობაში, წუხელ, გვიან ღამით სოციალურად დაუცველი შვიდი ოჯახი შეიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოციალურად დაუცველები ბათუმის მერიას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, თავშესაფრის უქონლობის გამო, მიტოვებული შენობა დაიკავეს, რადგან ქირის ფულს ვეღარ იხდიან. ადგილზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც […]

ქაბულის ტელევიზიაში ტერორისტები შეიჭრნენ

ქაბულის ტელევიზიაში ტერორისტები შეიჭრნენ

ქაბულში ტელეკომპანია Shamshad TV-ს შენობას თავს დაესხნენ. შენობიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები. თვითმხილველმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ აცნობა, რომ დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თვითმხილველმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო. მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული მებრძოლი ტელეკომპანიის შენობაში ქაბულის დროით 10:45 საათზე შევიდა. თავდასხმის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. პირველი