ბათუმში ინდუსტრიულ ტექნიკუმში 7 ოჯახი შეიჭრა

ბათუმში ინდუსტრიულ ტექნიკუმში 7 ოჯახი შეიჭრაბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე “ინდუსტრიული ტექნიკუმის” ყოფილ შენობაში, წუხელ, გვიან ღამით სოციალურად დაუცველი შვიდი ოჯახი შეიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოციალურად დაუცველები ბათუმის მერიას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
მათი თქმით, თავშესაფრის უქონლობის გამო, მიტოვებული შენობა დაიკავეს, რადგან ქირის ფულს ვეღარ იხდიან.
ადგილზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგად შვიდივე ოჯახმა შენობა დატოვა.

– უკანონოდ დაკავებული შენობის კანონიერად გათავისუფლება მოხდა, – აღნიშნა მან.