ქაბულის ტელევიზიაში ტერორისტები შეიჭრნენ

ქაბულის ტელევიზიაში ტერორისტები შეიჭრნენქაბულში ტელეკომპანია Shamshad TV-ს შენობას თავს დაესხნენ. შენობიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები. თვითმხილველმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ აცნობა, რომ დაღუპულია რამდენიმე ადამიანი.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, თვითმხილველმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო. მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული მებრძოლი ტელეკომპანიის შენობაში ქაბულის დროით 10:45 საათზე შევიდა.

თავდასხმის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

პირველი