ჭდე: შეწყალება

დიმიტრი ხუნდაძე – ”ვანო მერაბიშვილის შეწყალება შესაძლებელია”

დიმიტრი ხუნდაძე - ”ვანო მერაბიშვილის შეწყალება შესაძლებელია”

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორც ამას მისი ადვოკატები საუბრობენ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალება შესაძლებელი ხდება. ხუნდაძე დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს და არა ვანო მერაბიშვბილის გავლენასა და პოლიტიკურ ბექ-გრაუნდზე. „თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა […]

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 59 მსჯავრდებულს. შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა სულ 1347 პირის საქმე. „როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ […]

მედიამ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

მედიამ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ ამის შესახებ იმ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა. „გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა,შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, […]

მარგველაშვილი – “რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!”

მარგველაშვილი - “რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!"

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს, – ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. “რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ […]

ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა, ლევან როსტოშვილი ისევ ზის

ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა, ლევან როსტოშვილი ისევ ზის

ადვოკატი მალხაზ სალაყაია ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსახიობი ლაშა კურტანიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ადვოკატის განცხადებით, მსახიობმა შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა ის შეიწყალა. ამ დრომდე სასჯელს იხდის კურტანიძესთან ერთად დაკავებული ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი. უცნობია, მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როსტოშვილი და კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების […]

პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

 საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 91 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა. 62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. შეწყალებულებს შორის 4 ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისია 4-დან 6 აპრილის […]