ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა, ლევან როსტოშვილი ისევ ზის

ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა, ლევან როსტოშვილი ისევ ზისადვოკატი მალხაზ სალაყაია ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსახიობი ლაშა კურტანიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ადვოკატის განცხადებით, მსახიობმა შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა ის შეიწყალა.

ამ დრომდე სასჯელს იხდის კურტანიძესთან ერთად დაკავებული ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი. უცნობია, მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
როსტოშვილი და კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასჯელის ვადა შეუმცირდათ, კერძოდ, ლევან როსტოშვილს საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8 წლიანი პატიმრობა 3 წლიან რეალურ და 4 წლიან პირობით მსჯავრად შეეცვალა, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლიანი პატიმრობის ნაცვლად, 1 წლიანი რეალური და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.