ჭდე: სიღნაღი

სიღნაღში მამამ 27 წლის შვილი სასტიკად სცემა – ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული

სიღნაღში მამამ 27 წლის შვილი სასტიკად სცემა - ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მამამ შვილი სცემა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 27 წლის ქალია. მეზობლების ინფორმაციით, მოძალადე ფიზიკურად ცოლსაც გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი, დაზიანებებიდან გამომდინარე, თავდაპირველად წნორის არქიმედეს კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

სიღნაღში ბეგიაშვილების ოჯახში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 11 წლის ბავშვი

ოკამთან 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მოზარდმა ეზოში, შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო და აფეთქება სწორედ ამან გამოწვია. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც […]

სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა ცემეს

სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა ცემეს

სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა ცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორი ავრცელებს. “სიღნაღში ნაცემია მატილდა, ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე. როგორც რიგითი მოქალაქე, სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას შესაბამისი სამსახურებისგან!”- წერს ლაშა გეგეჭკორი. ცემის ფაქტზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ნიუპოსტი