სიღნაღში ბეგიაშვილების ოჯახში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 11 წლის ბავშვი

სიღნაღში ბეგიაშვილების ოჯახში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 11 წლის ბავშვისიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მოზარდმა ეზოში, შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო და აფეთქება სწორედ ამან გამოწვია.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.