სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა ცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორი ავრცელებს.
“სიღნაღში ნაცემია მატილდა, ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე. როგორც რიგითი მოქალაქე, სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას შესაბამისი სამსახურებისგან!”- წერს ლაშა გეგეჭკორი.
ცემის ფაქტზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ნიუპოსტი

