ჭდე: ტერეზა მეი

ბრიტანელი დეპუტატები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ

ბრიტანელი დეპუტატები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორთა ფრაქციის 40-მა დეპუტატმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის უნდობლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს პროცესი Brexit-ის გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს უკავშირდება. წერს გაზეთი Sunday Times-ი.  ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მანამდე განაცხადეს, რომ ლონდონთან მოლაპარაკბებეი კრიზისში შევიდა და Brexit-ის შესახებ პირველი შეთანხმება სავარაუდოდ დეკემბერში არ გაფორმდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ამის გამო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა პრემიერის გადადგომა მოითხოვეს. […]

დიდ ბრიტანეთში კონსერვატორებმა აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს. ტერეზა მეი შეიძლება გადადგეს

დიდ ბრიტანეთში კონსერვატორებმა აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს. ტერეზა მეი შეიძლება გადადგეს

დიდ ბრიტანეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. ამის გამო ის ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას. ამდროინდელი მონაცემებით, კონსერვატორებს თემთა პალატაში 304 ადგილი აქვთ, ლეიბორისტებს – 258. მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელია მინიმუმ 326 ადგილი. ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა პრემიერ ტერეზა  მეის გადადგომისკენ მოუწოდა. განიხილება კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი.