ბრიტანელი დეპუტატები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ

ბრიტანელი დეპუტატები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენდიდი ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორთა ფრაქციის 40-მა დეპუტატმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის უნდობლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს პროცესი Brexit-ის გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს უკავშირდება. წერს გაზეთი Sunday Times-ი. 

ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მანამდე განაცხადეს, რომ ლონდონთან მოლაპარაკბებეი კრიზისში შევიდა და Brexit-ის შესახებ პირველი შეთანხმება სავარაუდოდ დეკემბერში არ გაფორმდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ამის გამო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

იმედინიუსი