დიდ ბრიტანეთში კონსერვატორებმა აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს. ტერეზა მეი შეიძლება გადადგეს

დიდ ბრიტანეთში კონსერვატორებმა აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს. ტერეზა მეი შეიძლება გადადგესდიდ ბრიტანეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა.

ამის გამო ის ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას.

ამდროინდელი მონაცემებით, კონსერვატორებს თემთა პალატაში 304 ადგილი აქვთ, ლეიბორისტებს – 258. მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელია მინიმუმ 326 ადგილი.

ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა პრემიერ ტერეზა  მეის გადადგომისკენ მოუწოდა. განიხილება კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი.