ჭდე: თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტთან სამარშრუტო ტაქსი სატვირთოს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

თბილისის აეროპორტთან სამარშრუტო ტაქსი სატვირთოს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო, 14 დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. ავარიასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. “კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, […]

თბილისის აეროპორტში შეიარაღებული პირი იმყოფება

თბილისის აეროპორტში შეიარაღებული პირი იმყოფება

“რადიო თავისუფლების” ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ისრაელის ავიაკომპანიასთან არსებული შეთანხმების მიხედვით მგზავრების დახვედრა და გაცილება შიარაღებული სამართალდამცველების თანხლებით მიმდინარეობს.

”რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამლავი გაზი შურისძიების მიზნით გაუშვა” – რას ამბობს პროკურორი

სკანდალი ქართულ ავიაბაზარზე - "ჯორჯიან ეარვეისი" "ტავ ურბან ჯორჯიას" წინააღმდეგ

პროკურორ მაია სილაგაძის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამლავი ნივშიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა. “თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გაასხურა ერთ-ერთ ოფისში მომწამვლელი ნივთიერება გაზი. მისი მიზანი იყო, დაზიანება მიეყენებინა ერთ-ერთი ნაცნობისთვის. ქალი როდესაც ოფისში შევიდა, აღმოაჩინა, რომ გარკვეული სითხე იყო დაღვრილი, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. […]

სუსი – ”თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება რუსეთის მოქალაქემ დააქცია”

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს - სუსი განცხადებას ავრცელებს

თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაქცევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “ნიუპოსტს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევისთვის, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის […]

თბილისის აეროპორტში მხუთავი ნივთიერება შეაგდეს – სავარაუდოდ, არიან მოწამლულები

სკანდალი ქართულ ავიაბაზარზე - "ჯორჯიან ეარვეისი" "ტავ ურბან ჯორჯიას" წინააღმდეგ

თბილისის საერთშორისო აეროპორტში რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა – უცნობმა პირმა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირის სპეც-აღჭურვილობა შეაგდო. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ მომხდარს კვალიფიკაციას ვერ მისცემენ. “მომხდარს კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოთ”, – აცხადებენ პრესსამსახურში. პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ […]

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. ამ წუთებში აეროპორტში რეისი დაგვიანებით უკვე განახორციელა თბილისი-ასტანას რეისმა. დაგვიანებით რეგისტრაციას გადიან თბილისი-თელავივი და თბილისი- თეირანის მგზავრები. ინტერპრესნიუსი

ბომბი ვერ იპოვეს – თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აეროპორტში ევაკუაცია ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მოხდა. შენობაში სპეციალისტები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება), დაიწყო. ნიუპოსტი

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ აეროპორტში მყოფი მოქალაქეები იტყობინებიან. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, თუმცა, ოფიციალურ კომენტარს ძალოვანი უწყებები ჯერჯერობით არ აკეთებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში ბომბს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 112-ში შევიდა ზარი, რომ აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოჩნდა.

თურქეთში თბილისიდან თვითმფრინავი ვერ გაფრინდა ქარის გამო

თურქეთში თბილისიდან თვითმფრინავი ვერ გაფრინდა ქარის გამო

ძლიერი ქარის გამო, ”თურქიშ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო. სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა. გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე […]