თურქეთში თბილისიდან თვითმფრინავი ვერ გაფრინდა ქარის გამო

თურქეთში თბილისიდან თვითმფრინავი ვერ გაფრინდა ქარის გამოძლიერი ქარის გამო, ”თურქიშ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო.
სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა.
გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.