ჭდე: თერჯოლა

თავდასხმა პოლიციაზე – თერჯოლაში მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში რამდენიმე დღის წინ, მამაკაცმა ავტომობილში მყოფ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ნასამართლევი პირია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ავარია თერჯოლასთან – 24 წლის სოსო ჯალიაშვილი რეანიმაციაში გარდაიცვალა

ავარია თერჯოლასთან - 24 წლის სოსო ჯალიაშვილი რეანიმაციაში გარდაიცვალა

თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 6 ადამიანი. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებული იყო 24 წლის სოსო ჯალიაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულები ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით […]

თერჯოლაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი აშენდება

თერჯოლაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი აშენდება

თერჯოლაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი აშენდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის ნებართვა გასცა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. ახალი ნაგავსაყრელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სასროლეთი „კოხის“ ტერიტორიაზე აშენდება. მას „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აშენებს. ნებართვის მიხედვით, მშენებლობა 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ბიემჯი

ავარია თერჯოლასთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სიმონეთი-თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად […]

ბექა გურგენიძის მკვლელობისთვის ბექა ბუცხრიკიძე დააკავეს – ,,არ უნდოდა სახე დამენახა“ – რას ყვება ბებია, რომელმაც თერჯოლაში შვილიშვილი გარდაცვლილი ნახა

ბექა გურგენიძის მკვლელობისთვის ბექა ბუცხრიკიძე დააკავეს -  ,,არ უნდოდა სახე დამენახა“ - რას ყვება ბებია, რომელმაც თერჯოლაში შვილიშვილი გარდაცვლილი ნახა

თერჯოლაში, საკუთარ სახლში ახალგაზრდა, 29 წლის ბექა გურგენიძე გარდაცვლილი სახლში საკუთარმა ბებიამ იპოვეს. მას ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და ეჭვმიტანილი მისივე მეგობარია. გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ მკვლელი დილიდან მათთან სახლში იყო. – ის […]

თერჯოლაში მომხდარი ყაჩაღობისთვის 3 პირი დააკავეს

თერჯოლაში მომხდარი ყაჩაღობისთვის 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 1981 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული […]