თავდასხმა პოლიციაზე – თერჯოლაში მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა

თავდასხმა პოლიციაზე - თერჯოლაში მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში რამდენიმე დღის წინ, მამაკაცმა ავტომობილში მყოფ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ნასამართლევი პირია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.