ბექა გურგენიძის მკვლელობისთვის ბექა ბუცხრიკიძე დააკავეს – ,,არ უნდოდა სახე დამენახა“ – რას ყვება ბებია, რომელმაც თერჯოლაში შვილიშვილი გარდაცვლილი ნახა

ბექა გურგენიძის მკვლელობისთვის ბექა ბუცხრიკიძე დააკავეს -  ,,არ უნდოდა სახე დამენახა“ - რას ყვება ბებია, რომელმაც თერჯოლაში შვილიშვილი გარდაცვლილი ნახათერჯოლაში, საკუთარ სახლში ახალგაზრდა, 29 წლის ბექა გურგენიძე გარდაცვლილი სახლში საკუთარმა ბებიამ იპოვეს. მას ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და ეჭვმიტანილი მისივე მეგობარია.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ მკვლელი დილიდან მათთან სახლში იყო.

– ის თავიდანვე სულ აქ იყო, მე არ მენახებოდა. არ უნდოდა, რომ სახეზე დამენახა, – ჰყვება გარდაცვლილის ბებია ქეთევან გველესიანი.

მამის განცხადებით, ეჭვმიტანილია მისი შვილის მეგობარი, ბექა ბუცხრიკიძეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი