ჭდე: თურქეთი

თურქეთში წყალდიდობას 57 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

თურქეთში წყალდიდობას 57 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატის ცნობით, სტიქია განსაკუთრებით ძლიერი შავი ზღვის სანაპიროსთან ქალაქ ბოზქურთშია, სადაც დანგრეულ შენობებში გადარჩენილების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. წყლის ნაკადმა დაანგრია სახლები, ხიდები, ჩაკეტა გზები, დაამტვრია მანქანები. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ […]

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 8 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - 8 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც რუსული მედია წერს, ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე. „ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა. მომხდარის გამოძიების მიზნით კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს […]

თურქეთში ავტობუსი ამობრუნდა – 14 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტობუსი ამობრუნდა - 14 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირის რაიონში სამგზავრო  ავტობუსი ამობრუნდა. ავარიის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 11 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ეს უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. შაბათს თურქეთის პროვინცია მანისაში მომხარ ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა. ტვ პირველი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – დაიღუპა 6, დაშავდა 37 ადამიანი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა - დაიღუპა 6, დაშავდა 37 ადამიანი

თურქეთის დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მანისას პროვინციის სომას რაიონში მოხდა. ავტობუსში სულ 50 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ავტობუსი, რომელშიც 22 რუსი ტურისტი, მათ შორის – 9 ბავშვი იმყოფებოდა, ანტალიის აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი საწინააღმდეგო მიმართულებით გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევას სამი ტურისტი ემსხვერპლა. არიან მძიმედ დაშავებულები – ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რუსთავი 2

2 ბავშვი ფიჭვნარში წიგნებს წვავდა და ცეცხლი ტერიტორიას მოედო – როგორ გაჩნდა თურქეთში დიდი ხანძარი

2 ბავშვი ფიჭვნარში წიგნებს წვავდა და ცეცხლი ტერიტორიას მოედო - როგორ გაჩნდა თურქეთში დიდი ხანძარი

თურქეთში ხანძარი ტურისტულ ზონებს უახლოვდება. ბოდრუმიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი. ათი წლის ბავშვებმა პოლიციასთან უკვე აღიარეს, რომ ქალაქ მარმარისის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში წიგნებს წვავდნენ, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ხანძრის სხვა კერების გაჩენასთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს. ძლიერ ხანძრებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, სანაპიროდან 40 კმ-ში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გასული წლის ოქტომბერში თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 115-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფო რუსთავი

თურქეთი 20 დღით მთლიანად იკეტება

ერდოღანი - "თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას"

თურქეთი 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს. – ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ისინი 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ქვეყნის მასშტაბით, […]

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა

თურქეთში, რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსის ამობრუნება, სავარაუდოდ, ცუდმა ამინდმა გამოიწვია. ავტობუსი მოყინულ გზაზე მოცურდა. რუსი ტურისტები კაბადოკიაში მიემგზავრებოდნენ. ტვ პირველი

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 9 სამხედრო დაიღუპა, 4 დაშავდა

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - 9 სამხედრო დაიღუპა, 4 დაშავდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, 9 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 4 დაშავდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. მასთან კავშირი შუადღით შეწყდა, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატებით საძიებო სამუშაოები დაიწყო. დადგინდა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მომხდარის მიზეზებად ამინდის გაუარესება და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. დაღუპულთაგან ერთ-ერთი ელიაზიგში თურქეთის […]