თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდაავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ავტობუსი, რომელშიც 22 რუსი ტურისტი, მათ შორის – 9 ბავშვი იმყოფებოდა, ანტალიის აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი საწინააღმდეგო მიმართულებით გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევას სამი ტურისტი ემსხვერპლა. არიან მძიმედ დაშავებულები – ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რუსთავი 2