ჭდე: თურქეთი

თურქეთში, საქართველოს საზღვართან აეროპორტი იხსნება

თურქეთში, საქართველოს საზღვართან აეროპორტი იხსნება

თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას A330-300-ით გეგმავს. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ […]

თურქეთის სასტუმროში ქართველი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს

ქალაქ ბურსას ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის მეგობრები ავრცელებენ. ამ ეტაპზე უცნობია ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება.

შავ ზღვაში ნაღმი ისევ აღმოაჩინეს

შავ ზღვაში ნაღმი ისევ აღმოაჩინეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტს შავ ზღვაში საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს. ნაღმი ქალაქ იგნეადასთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს იპოვეს. უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების ჯგუფი ადგილზე ნაღმის გასანეიტრალებლად გაგზავნეს. თურქეთმა კიდევ ერთი ნაღმი შავ ზღვაში 26 მარტს გაანეიტრალა. ის ბოსფორის სრუტესთან აღმოაჩინეს.

თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს

ერდოღანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან […]

თურქეთში 2020 წლის ნოემბერში კოვიდით დაინფიცირებული კაცი ამ დრომდე კოვიდდადებითია და კარანტინში იმყოფება

თურქეთში 2020 წლის ნოემბერში კოვიდით დაინფიცირებული კაცი ამ დრომდე კოვიდდადებითია და კარანტინში იმყოფება

თურქეთში 2020 წლის ნოემბერში კოვიდით დაინფიცირებული კაცი ამ დრომდე კოვიდდადებითია და კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია NTV იტყობინება. 56 წლის მუზაფერ კაიასანს, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს, ლეიკემია აქვს. 2020 წლის ნოემბერში მას კორონავირუსი დაუდასტურდა და მას შემდეგ ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. კაიასანმა უკვე 78 PCR-ტესტი ჩააბარა. თავის დაზღვევის მიზნით ის ახლობლებთან და ოჯახის […]

ჟურნალისტმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ვიდეო

ჟურნალისტმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ვიდეო

„ძალადობის მსხვერპლი მარტო ქალები არ არიან“ – ამ სათაურით თურქულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ის გარკეული ტექნიკური პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. ეს ყველაფერი კი თურქეთის ქალაქ გაზიანტეპის მერის თვალწინ მოხდა და როგორც კადრებიდან ირკვევა, ფატმა შაჰინის მომხდარზე რეაქცია არ ჰქონია. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჰაბერთურქის […]

თურქეთში კაცი მაშველებთან ერთად საკუთარ თავს ეძებდა ტყეში

თურქეთში კაცი მაშველებთან ერთად საკუთარ თავს ეძებდა ტყეში

ფოტოზე ცენტრში: „დაკარგული კაცი“. ფოტო: „დეილი საბაჰი“ თურქეთის მოქალაქე, 50 წლის ბეიჰან მუთლუ, რომელიც ბურსას პროვინციაში ცხოვრობს, სამშაბათს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიეს. კაცი არ უნახავთ მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, ამიტომაც მასზე გამოცხადდა ძებნა, რაშიც მოქალაქეებიც ჩაერთნენ. ხალხის ჯგუფს, რომელიც დაკარგულს ეძებდა, მალე თავად დაკარგულად მიჩნეული კაცი მიუახლოვდა, იკითხა, რა ხდებოდა და თავადაც ჩაერთო ძებნის სამუშაოებში დასახმარებლად. ყველაფერი […]

თურქეთში 6 სექტემბრიდან ახალი შეზღუდვები წესდება

თურქეთში 6 სექტემბრიდან ახალი შეზღუდვები წესდება

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები: საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული […]

საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა, ავღანეთიდან მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთთან საზღვარზე 40-კილომენტრიანი ბარიერი აღმართა და სათვალთვალო სისტემა დამონტაჟა. „ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება”, – განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა. მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ. საბერძნეთის პრემიერ -მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა […]

წყალდიდობა თურქეთში – 81 ადამიანია დაღუპული

წყალდიდობა თურქეთში - 81 ადამიანია დაღუპული

თურქეთის შავი ზღვის რეგიონის პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 70 ადამიანი კასტამონუს პროვინციაში დაიღუპა, დანარჩენი კი – სინოპსა და ბართინში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონუ და ბართინი სტიქიური უბედურების […]