კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნეს თავს მხოლოდ 1 ადამიანი დაესხა და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა. ცოტნე ძალიან ძლიერი იყო, ბევრს ვარჯიშობდა, ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, მას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მოერეოდა, გამორიცხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა. როგორც ჯაბაური განმარტავს, ის გამოძიებას ენდობა, თუმცა, აცხადებს, რომ ინფორმაცია, […]
ჭდე: ცოტნე გამსახურდია
ადვოკატი არობელიძე – ”დაკავებული პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია და მას თავზე ადგა”
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღის განმავლობაში წაუყენებენ. “კურიერის” ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირებიდან რამდენიმეს დაკავება სარფში მოხდა, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება პირს, რომლის მანქანითაც სავარაუდო დამნაშავეები სარფის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ასევე “კურიერის” ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დიდი ხნის ნაცნობობა არსებობდა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეზობელია და სწორედ მასთან […]
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა
პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას, სავარაუდოდ, რამდენიმე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. “პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში […]
ცოტნე გამსახურდია და მასზე თავდამსხმელები კონფლიქტამდე ერთ სუფრასთან ისხდნენ
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები და ცოტნე გამსახურდია დაჭრამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გამსახურდიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი. საგამოძიებო […]
ამირან გიგუაშვილი – ”ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს”
შემთხვევის ადგილის დათვალიერებითაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი. ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე გამსახურდია. ერთი რამ ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა, – ამის შესახებ გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტთან მიმართებით შესაძლოა, ბევრი ვერსია იყოს, თუმცა ვიდრე მტკიცებულებები არ იქნება, ვერც სამართალდამცავი […]
ანა ჯაბაური – ”ცოტნე გავიდა და მალე მოვალო, ეტყობა, ჭიშკართან ელოდნენ”
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, მის მეუღლეს ბიზნესსაქმიანობაში განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია. ანა ჯაბაურის ვარაუდით, თავდამსხმელები ცოტნე გამსახურდიას სახლის ჭიშკართან ელოდებოდნენ. “წავიდა და მალე მოვალო, მითხრა. გავიდა თუ არა, მალევე მოხდა, როგორც მერე ვიანგარიშე დრო. გამოდის, რომ ელოდებოდნენ ჭიშკართან, იმიტომ, რომ ჭიშკართან იყო ყველა ნივთი მისიც, ეტყობა იბრძოდა, იმიტომ, რომ ჩხუბის კვალი იყო ჭიშკართან. […]
ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე – ვინ არის ყავარჯნიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიცია ეძებს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ცოტნე გმსახურდიაზე გუშინ განხორციელებული თავდასხმა ამ დრომდე გაუხსნელია. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, პოლიციამ გალის ქუიდან, სადაც გამსახურდიას თავს დაესნენ, ვიდეო-სათვალთვალო კამერები ამოიღო და სპეციალისტები სწორედ ამ წუთებში ახდენენ კადრებში ასახული პირების იდენთიფიცირებას. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდებოდა და რომელიც სავარაუდოდ აღნიშნულ კადრებში ფიგურირებს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია სწორედ ამ მამაკაცს ეძებს. […]
ცოტნე გამსახურდიასთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა
ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ზურაბიშვილი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია წუხელ დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. “ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა […]
ექიმი ჯვარშეიშვილი – “ცოტნე გამსახურდიას თავიდან ჰემატომა ამოვიღეთ, მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება”
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას 7 საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ცოტნე გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ოპერაციის ჩატარება როგორც თავზე, ასევე გულმკერდზე. “პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა […]
ცოტნე გამსახურდიას მეორე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება – “ილოცეთ ჩვენთვის”
კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია თავზე უტარდება. „გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია. ორი ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში, ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც- დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას. ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი […]