ცოტნე გამსახურდიას მეორე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება – “ილოცეთ ჩვენთვის”

ცოტნე გამსახურდიას მეორე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება - "ილოცეთ ჩვენთვის"კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია თავზე უტარდება.

„გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია. ორი ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში, ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც- დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას. ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის 4 დაზიანება. ქალა სარქველის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ინტრაკრანიალური​ ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრიცი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის”,-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

იპნ