ჭდე: წვიმა

ბათუმში ქუჩები დაიტბორა

ბათუმში ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ცალკეული ქუჩები დაიტბორა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაფიქსირებულია 18-მდე შეტყობინება, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. წყალდიდობის გამო შეფერხება ფიქსირდება გზის საავტომობილო მონაკვეთებზეც. კერძოდ, მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის, დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.

ქუთაისის ცენტრი დაიტბორა

ქუთაისის ცენტრი დაიტბორა

გვიან ღამით, ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ქუჩები დატბორა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე და სარდაფებში. დაიტბორა ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრიც. დაზარალებული მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ნიუპოსტი

საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია სეტყვაც. 15-16 ივლისს, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. ტემპერატურა +15, +35 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა +15, +34 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი ზღვისპირეთშიც. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, 17 ივლისს ღამით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, 16 და 17 ივლისს დღე უმეტესად […]

აქცია პარლამენტთან ძლიერ წვიმაშიც გრძელდება

აქცია პარლამენტთან ძლიერ წვიმაშიც გრძელდება

ძლიერი წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათი განცხადებით, , ისინი, ვინც გუშინ 37 გრადუს სიცხეში იდგნენ, დღეს წვიმაში იდგებიან. აქციის მონაწილეები გახარიას მისამართით კვლავ სკანდირებენ: “წადი”. იპნ

გორში წვიმამ სარდაფები და პირველი სართულები დატბორა

გორში წვიმამ სარდაფები და პირველი სართულები დატბორა

გორში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. „ნიუპოსტის“ ცნობით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დაეტბორა. 112-ში 10 გამოძახებაა შესული და სამაშველო ჯგუფები ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე მუშაობენ.

საქართველოში ცუდი ამინდი 5 აპრილამდე შენარჩუნდება

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

5 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში 1 აპრილს, დღის პირველ ნახევარში უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, […]

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20-25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე ,შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში 15-20 გრადუსი, ხოლო […]

ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა

ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩა დატბორა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 54 შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურში შეტყობინება ძირითადად ქუჩების დატბორვის გამო შევიდა. ქუჩებზე არსებული ნალექის გამო რამდენიმე ქვეითს წყლიდან გამოყვანა დასჭირდა. ძლიერი წვიმის […]

საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს. 11–12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16–21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის […]

1-2 ნოემბერს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

1–2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში კი, ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება, მათ შორის თბილისში. 31 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 16–25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 11–21 გრადუსი; თბილისში – 19 გრადუსი. 1–2 […]