ჭდე: წვიმა

21-22 ოქტომბერს საქართველოში იწვიმებს

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

21-22 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. როგორც „ინტერპესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 25 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესწილად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, 21–22 ოქტომბერს, შესაძლოა ცალკეულ რაიონში მცირე წვიმა, მათ შორის თბილისშიც. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 20–25 გრადუსი, თბილისში – […]

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი

დღეს წვიმაა მოსალოდნელი

დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს. 24 ივლისს და 25 ივლისს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა მთიან რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ამინდი 27 ივლისიდან კვლავ გაუარესდება. ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორციხავენ, რომ მოსულმა […]

ქოლგა მხოლოდ პუტინს – როგორ გაილუმპა 3 პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიალზე – ვიდეო

ქოლგა მხოლოდ პუტინს - როგორ გაილუმპა 3 პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიალზე - ვიდეო

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისას, დაჯილდოების ცერემონიალზე თავსხმა წვიმაში ორგანიზატორებმა ქოლგა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის გაიმეტეს. საფრანგეთის ხორვატიისა და ფიფას პრეზიდენტები წვიმაში სველდებოდნენ. თუმცა, საფრანგეთის ფეხბურთელების დაჯილდოებისას მათ შეცდომა გამოასწორეს და ქოლგები დანარჩენი ვიპ პირებისათვისაც “გამოყვეს”.

საქართველოში 25-26 მარტს წვიმა და ქარია მოსალოდნელი

4 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 – 26 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 26 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ძლიერი წვიმა გურიაში – ურეკსა და წყალწმინდაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმა გურიაში - ურეკსა და წყალწმინდაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მილხიდის გაჭედვის შედეგად, ორი სახლი დაიტბორა. როგორც ადგილზე მყოფმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ყაზაიშვილმა გვითხრა, მილხიდმა ვერ გაატარა მოვარდნილი წყალი, რომელსაც ხის გადანაჭრები და სხვადასხვა სახის ნარჩენები მოჰქონდა, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია. დაზარალებული ჩხაიძეების ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი ყოველი გაწვიმების დროს, მსგავსი პრობლემის პრობლემის წინაშე დგებიან, […]

სოფელ სვირში, სადაც ხანძარია, წვიმს

სოფელ სვირში, სადაც ხანძარია, წვიმს

ბოლო ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, სადაც ტყეში ხანძარია, წვიმს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ წიწვოვან ტყეში ხანძარი დაახლობით 16:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები, სატყეო სამმართველო, ასევე ადგილზეა ადგილობრივიმოსახლეობა. ხანძარი მცირე ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს მუშაობა უჭირდათ. ნიუპოსტი

გორში ძლიერმა წვიმამ უბნები დატბორა

გორში ძლიერმა წვიმამ უბნები დატბორა

რამდენიმეწუთიანმა ძლიერმა წვიმამ ქალაქ გორში პრობლემები შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვარი წარმოიქმნა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფარხა. პრობლემები შეექმნათ ქვეითად მოსიარულეებსაც. ძლიერი წვიმის შედეგად ჯუღაშვილის, ნინოშვილისა და თბილისის ქუჩებზე საავტომობილო გზასთან ერთად, დატბორილია საფეხმავლო გზაც.

ახალდაბაში წვიმამ მიწის მასა მოწყვიტა და საავტომობილო გზა ჩახერგა

ახალდაბაში წვიმამ მიწის მასა მოწყვიტა და საავტომობილო გზა ჩახერგა

ბორჯომში, ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა მოწყდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ასევე ადიდდა ღელე, რის შედეგადაც მოწყდა ბოგირი, წყალი კი ერთ-ერთ მაცხოვრებელს სახლში შეუვარდა. როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, ადიდებულმა წყალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. ასევე ადგილობრივები „ნიუპოსტთან“ აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო ადიდდა ღელეები და მდინარე ნეძურა, რამაც წყლის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. „ნიუპოსტმა“ […]

საქართველოში წვიმა 3 დღე შენარჩუნდება

საქართველოში წვიმა 3 დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს, ხვალ, საქართველოს მასშტაბით ქარიც გაძლიერდება. „დღეს, ხვალ და ზეგ იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად. ხვალ ქარიც უნდა გაძლიერდეს. თბილისშიც და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს ცუდი ამინდი. იქნება წვიმა, ზოგან – ძლიერი, ქარიც გაძლიერება, ზოგან იქნება სეტყვაც“, – […]

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გამო, 8 აპრილს დღის ბოლოდან და 9-10 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში _ თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 9-11 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 აპრილს ასევე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება. […]