გორში წვიმამ სარდაფები და პირველი სართულები დატბორა

გორში წვიმამ სარდაფები და პირველი სართულები დატბორაგორში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. „ნიუპოსტის“ ცნობით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დაეტბორა.

112-ში 10 გამოძახებაა შესული და სამაშველო ჯგუფები ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე მუშაობენ.