ჭდე: უკრაინა

უკრაინელი მამა-შვილი თბილისში ავარიაში მოყვა

უკრაინელი მამა-შვილი თბილისში ავარიაში მოყვა

თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა – დაშავებულია მამა-შვილი. კაცს მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. სასწრრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  უკრაინის მოქალაქეები უკვე გადაიყვანა კლინიკაში . შემთხვევა ისნის მეტროსთან ცოტახნის წინ მოხდა. მძღოლმა სავარაუდოდ, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და ველოსიპედს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მფლობელი ახლა გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

უკრაინელ სამხედროს ოკუპანტებმა საკანცელარიო დანით გენიტალიები მოაჭრეს

კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ მხეცურად აწამებენ და კლავენ უკრაინელ მებრძოლს რუსი ოკუპანტები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჭრიან უკრაინელ ჯარისკაცს საკანცელარიო დანით სასქესო ორგანოს, მიღებული ჭრილობების შედეგად კი უკრაინელი მეომარი ადგილზე გარდაიცვალა. ყველა რუს კაციჭამიასა და მწამებელს მივწვდებით და დავსჯით – პრეზიდენტ ზელენსკი ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, სოციიალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც ასახულია რუსი აგრესორების მხრიდან […]

ათობით დაღუპული, 15-მდე დაკარგული და 52 მძიმედ დაშავებული – ოკუპატებმა ვინიცა დაბომბეს

ათობით დაღუპული, 15-მდე დაკარგული და 52 მძიმედ დაშავებული - ოკუპატებმა ვინიცა დაბომბეს

პუტინის არმია ისევ უდანაშაულო ხალხს ხოცავს.  ოკუპანტებმა ამჯერად ვინიცა დაბომბეს. დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვია. მინიმუმ 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კიდევ 52 ადმაიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოში ასობით მოქალაქე გადაიყვანეს. ქალაქი კვამლშია გახვეული. ცენტრი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. იწვის შენობები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. რუსეთის საოკუაპციო ძალებმა, პრაქტიკულად, ვინიცას ცენტრზე კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით დარტყმები […]

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში უნივერსიტეტი დაბომბეს 

აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინული […]

უკრაინა ნატოზე დროებით უარს ამბობს

ნატო - "ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამის შესახებ მან Financial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯოვკვას განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობა შეუძლებელია. „ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჟოვკვამ. მისივე განმარტებით, უკრაინა ელის, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მისაღებ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის, […]

მორავეცკი – “ევროპის საბჭომ უკრაინას 9 მილიარდი ევრო დაუმტკიცა”

მორავეცკი - "ევროპის საბჭომ უკრაინას 9 მილიარდი ევრო დაუმტკიცა"

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ინფორმაციით, ევროპულმა საბჭომ დღეს გამართულ სამიტზე, უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. მორავეცკის თქმით, უკრაინის დასახმარებელ დოკუმენტში ასევე მოცემულია დებულებები, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარებასაც მოიცავს. „რა ძნელია, როდესაც მტრის ამხელა ძალასთან იბრძვი. ამიტომაა, რომ პოლონეთი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები […]

ბორელი – “მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება”

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში“ - ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის სანქციებზე

მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. ბორელმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთს უკრაინული პორტების დებლოკირებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ მოვუწოდებთ. წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. […]

აშშ – ვმუშაობთ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის აღსაკვეთად

აშშ - ვმუშაობთ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის აღსაკვეთად

ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა აღვკვეთოთ იმ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინიდან მოიპარეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აზიანებს უკრაინაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებს, იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და აქტიურად ბლოკავს სურსათის ექსპორტს უკრაინის პორტებიდან, რაც მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს ზრდის. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. […]

უკრაინაში საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს

კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ფრანგი სამხედრო მოხალისის გარდაცვალება, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. რადიო Europe1-ის ცნობით, ის სასიკვდილოდ დაიჭრა ხარკოვთან საარტილერიო სროლის შედეგად. საერთო ჯამში, გამოცემის ცნობით, ახლა უკრაინის მხარეს საფრანგეთიდან 150-მდე მოხალისე იბრძვის. პუტინის ომის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა სპეციალური დანაყოფი – საერთაშორისო ლეგიონი უცხოელი მოხალისეებისთვის, რომლებსაც სურდათ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის დაცვაში […]

ზელენსკი – რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია

ზელენსკი - რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია

რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ზელენსკის თქმით, მათ შორის, ბავშვთა სახლებიდან, მშობლებისგან და ოჯახებიდან წაყვანილი ბავშვები არიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პასუხისმგებელ პირებს დასჯის. მისი თქმით, უკრაინა დაანახებს რუსეთს, რომ „მისი დაპყრობა შეუძლებელია და ხალხი არ დანებდება“ და მათი შვილები „ოკუპანტების საკუთრება არ გახდება“. ცნობისთვის, ამ […]