ჭდე: უკრაინა

უკრაინაში დაღუპული ხუთივე ქართველის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დაღუპული ხუთივე ქართველის ვინაობა ცნობილია

3 დეკემბერი ძალიან მძიმე გამოდგა საქართველოსთვის. უკრაინაში  პუტინის ომს 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია ბახმუტთან დაიღუპნენ. რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33  ქართველი მებრძოლი შეეწირა.

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა – მეომრის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მომხდარზე, ჯერჯერობით, სხვა დეტალები ცნობილი არ არის, ასევე, არ არის დაზუსტებული ვინაობა. უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან დღემდე 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

36 დღეში უკრაინამ 223 ირანული დრონი გაანადგურა

უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ირანული დრონების 60% გაანადგურეს

36 დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 223 კამიკაძე დრონი, “შაჰედ-136” გაანადგურეს – მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს. „19 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავის პირველი ჩამოგდების შემდეგ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალების თავდაცვამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში კიდევ 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა

„არ მინდა მოვკვდე მინდა, ეს ყველაფერი მალე დასრულდეს“ - უკრაინელი ბავშვი - ვიდეო

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ჩააგდო, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „იუნისეფმა” განაცხადა. „უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უმძიმესი ტვირთი ბავშვებს აწვება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე შეფასებით, კონფლიქტისა და მზარდი ინფლაციის გამო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიღარიბეში კიდევ ოთხი მილიონი ბავშვი […]

„ჩვენები“ – წინასაომარი პირჯვრისწერაა… შუბლებს უშვერენ ჯვრის გამოსასახად“- ნანა აკობიძე – ვიდეო

„ჩვენები“ - წინასაომარი პირჯვრისწერაა... შუბლებს უშვერენ ჯვრის გამოსასახად“- ნანა აკობიძე - ვიდეო

ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „ამ ვიდეოს ათასობით გაზიარება აქვს. „ჩვენები“- ამ სათაურით აზიარებენ უკრაინელები, მათ შორის არესტოვიჩი. 01.24 -ზე ისმის ქართული ომახიანი „გამარჯობააა!!!“ ამ ბიჭებიდან ნახევარი ქართველია – ეტყობათ. წინასაომარი პირჯვრისწერაა, ლოცვაა. შუბლებს უშვერენ ერთ-ერთ მათგანს (ქართველი უნდა იყოს) – ჯვრის გამოსასახად. ის გამარჯობაც ლოცვასავით ეწერება ამ რიტუალში. ალბათ ამას ჰქვია […]

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსი სტუდენტი მობილიზაციის გამო, ქვეყნიდან არ გაუშვეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსი სტუდენტი მობილიზაციის გამო, ქვეყნიდან არ გაუშვეს

პეტერბურგის უნივერსიტეტის 26 წლის სტუდენტი, არტემ ნოვოჟილოვი დღეს მეგობართან ერთად ერევანში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მესაზღვრეებმა ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. „18 წლის ასაკში თირკმელების პრობლემა დამეწყო და ერთის გადანერგვა მომიწია, მაგრამ ეს არ გახდა არგუმენტი მესაზღვრეებისთვის” – განუცხადა მან BBC-ს, არტემის თქმით, სომხეთში ბილეთები ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში იყიდეს, […]

ჩუგუევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ჩუგუევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ჩუგუევში, რუსი ოკუპანტების  სარაკეტო იერიშს 11 წლის გოგონა  ემსხვერპლა, –  ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, 11 წლის გოგონა საავადმყოფოში დაიღუპა „რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა”, – აცხადებს სინებუგოვი.

 უკრაინელებმა რაშისტებისგან ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს

 უკრაინელებმა რაშისტებისგან ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს, რომელიც მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ოფიციალურ კიევს ამ თემაზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ძალებმა ქალაქი ბალაკლეა, იზიუმი და ათობით სხვა, უფრო მცირე ზომის დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ასევე, რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის  ჩრდილოეთ […]

უკრაინაში ომის დასრულების თარიღი დასახელდა – გაერო-ს გენმდივანი

რუსმა ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს - დაღუპულები არიან ბავშვებიც

ომის დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. შესაბამისი განცხადება ანტონიო გუტიერეშმა, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოს არ არის. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან სხვადასხვა საკითხები განიხილა, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმება და რუსული ექსპორტის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მხარეებმა […]

რუსები გარბიან!!!

14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულად არის

უკრაინა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებს რუსებისგან ათავისუფლებს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევების დაწყების შემდეგ 2 ათასი კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს და წინსვლას აგრძელებენ. განსაკუთრებულ წარმატებას უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, ლუგანსკის, დონბასისა და ხერსონის ოლქების მიმართულებით მიაღწიეს. „ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური მოქმედებების ფარგლებში, კონტრშეტევების დაწყებიდან, სამხედროებმა ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი […]