ჭდე: ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია ქარიშხალ ირმასგან დაზარალებულ ძაღლებს და კატებს დაეხმარა

ზაზა ფაჩულია ქარიშხალ ირმასგან დაზარალებულ ძაღლებს და კატებს დაეხმარა

ზაზა ფაჩულია, “გოლდენ სტეიტის” გუნდთან ერთად, ქარშხალ “ირმას” მიერ დაზარალებულ 100-მდე ძაღლსა და კატას დაეხმარა. ფოტოები ზაზა ფაჩულიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.   საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან 7 სექტემბერს განაცხადა. ის კარიერას “გოლდენ სტეიტში” აგრძელებს. ქარიშხალ “ირმასა” და “ჰარვისგან” დაზარალებულებისთვის 44 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. ერთსაათიანი ტელემარათონი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა, […]

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გუშინ გამართული საქართველო-იტალიის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ფაჩულიას თქმით, ევრობასკეტი 2017 მისთვის ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე: – ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში გასვლა, მაგრამ […]

ზაზა ფაჩულია იტალიის მწვრთნელს – “ნუ მესაუბრები რუსულად” – ვიდეო

ზაზა ფაჩულია იტალიის მწვრთნელს - "ნუ მესაუბრები რუსულად" - ვიდეო

თელ-ავივში, „ევრობასკეტი 2017-ის“ დაწყებამდე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა Tel Aviv არენაზე ივარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტი ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუს წერდა. საუბარი ჟურნალისტებთან დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც, იქვე მყოფმა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჩულიას რუსულად მიმართა, „დააჩქარე, დააჩქარე“, რადგან მოედანზე ვარჯიში ამჯერად იტალიის ნაკრებს უნდა დაეწყო. პასუხად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელს ინგლისურად […]

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია (Zaza Pachulia) საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა. – ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ […]

ზაზა ფაჩულიამ თბილისში NBA–ს ჩემპიონის თასი ჩამოიტანა

ზაზა ფაჩულიამ თბილისში NBA–ს ჩემპიონის თასი ჩამოიტანა

NBA–ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია თბილისში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ. ზაზა ფაჩულიამ ლარი ობრაიანის სახელობის ჩემპიონის თასი ჩამოიტანა, რომელიც მისმა გუნდმა Golden State Warriors-მა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში Cleveland Cavaliers-ის დამარცხებით მოიპოვა.

რას წერენ ზაზა ფაჩულიაზე სოცქსელში: „როდესაც თვითონ უნდა ეზეიმა და ეს ყველაფერი სხვას გადაეღო, მარტო დადიოდა „უთავისიანებოდ…“

რას წერენ ზაზა ფაჩულიაზე სოცქსელში: „როდესაც თვითონ უნდა ეზეიმა და ეს ყველაფერი სხვას გადაეღო, მარტო დადიოდა „უთავისიანებოდ…“

„ფეისბუქ“-მომხმარებელი გია ცინაძე აქვეყნებს პოსტს ზაზა ფაჩულიას შესახებ, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ. გია წერს, რომ სპორტსმენის ოქროს დღის აღსანიშნავად არც ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ჩავიდა, რომ მისი ემოციები აესახა „გოლდენ სტეიტის“ „NBA“-ს ფინალში გამარჯვების შემდეგ. პოსტის ავტორი აღნიშნავს: „ვიცი, ზეიმის დროა, მაგრამ ვეღარ ვითმენ! ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ყოფილა არც პარკეტზე თამაშის მერე (პირველი […]

კახი კალაძე ზაზა ფაჩულიას – გვეამაყები!

კახი კალაძე ზაზა ფაჩულიას - გვეამაყები!

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანსა და “გოლდენ სტეიტის” წევრს, ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ულოცავს. – ჩემს მეგობარს, ზაზა ფაჩულიას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას!!! სასიხარულო და საამაყოა, რომ NBA -ს და ქართული კალათბურთის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ეს ჩემპიონატი მოიგო. გვეამაყები!!!, – წერს კალაძე. […]

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონი გახდა

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონი გახდა

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა. საქართველოს ეროვნული […]

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ისევ მოიგო

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ისევ მოიგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მეორე საშინაო მატჩიც მოუგო „კლივლენდ კავალიერსს“ და ნბა-ს ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ოკლენდელებმა თავისი საქმე გააკეთეს და სერიის საწყისი 2 საშინაო მატჩი მოიგეს, რითაც საჩემპიონო შანსები გაიმყრეს. კალიფორნიული კლუბის ძირითადი ცენტრი, ზაზა ფაჩულია კი უახლოვდება საჩემპიონო ტიტულს, რაც ოცნებად დარჩათ ისეთი ტიტანებისთვის, როგორებიც ჩარლს ბარკლი, კარლ მელოუნი, ჯონ სტოქტონი და სხვანი არიან. […]

ზაზა ფაჩულიას ისტორიული გამარჯვება – გოლდენ სტეიტმა ნბა–ს ფინალური სერია მოგებით გახსნა

ზაზა ფაჩულიას ისტორიული გამარჯვება – გოლდენ სტეიტმა ნბა–ს ფინალური სერია მოგებით გახსნა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. სწორედ ამ წელს, პირველად ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა. დღეს, 2 ივნისს, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვებაში საკუთრი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო. “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ფინალური სერია 22-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დიურანტის, სტეფ კარის […]