ზაზა ფაჩულია ქარიშხალ ირმასგან დაზარალებულ ძაღლებს და კატებს დაეხმარა

ზაზა ფაჩულია ქარიშხალ ირმასგან დაზარალებულ ძაღლებს და კატებს დაეხმარაზაზა ფაჩულია, “გოლდენ სტეიტის” გუნდთან ერთად, ქარშხალ “ირმას” მიერ დაზარალებულ 100-მდე ძაღლსა და კატას დაეხმარა.

ფოტოები ზაზა ფაჩულიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან 7 სექტემბერს განაცხადა. ის კარიერას “გოლდენ სტეიტში” აგრძელებს.

ქარიშხალ “ირმასა” და “ჰარვისგან” დაზარალებულებისთვის 44 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. ერთსაათიანი ტელემარათონი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა, მომღერლებმა და ტელეწამყვანებმა 12 სექტემბერს გამართეს.

ქარიშხალ “ირმას” შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა. 4 სექტემბერს კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ ის პუერტო რიკოს სანაპიროს უახლოვდებოდა.

ქარიშხლის გამო ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე” დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იმედინიუსი