კახი კალაძე ზაზა ფაჩულიას – გვეამაყები!

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანსა და “გოლდენ სტეიტის” წევრს, ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ულოცავს.

– ჩემს მეგობარს, ზაზა ფაჩულიას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას!!! სასიხარულო და საამაყოა, რომ NBA -ს და ქართული კალათბურთის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ეს ჩემპიონატი მოიგო. გვეამაყები!!!, – წერს კალაძე.

დღეს გამთენიას, ქართველი კალათბურთელის გუნდმა “გოლდენ სტეიტმა”, ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში “კლივლენდ კავალიერსი” ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.