ჭდე: ზღვა

ფოთში ზღვამ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

ფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში მაშველების გაფრთხილების მიუხედავად საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე […]

გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის, დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 60 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაიხრჩო. მისივე თქმით, გვამის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. მაშველები ოთხი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. […]

1 მაისიდან დღემდე ზღვაზე 21 ადამიანი დაიხრჩო – სად არიან მაშველები?!

1 მაისიდან დღემდე ზღვაზე 21 ადამიანი დაიხრჩო - სად არიან მაშველები?!

ზაფხულის ცხელი სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა, ზღვაზე მხოლოდ დამსვენებლები არიან, სამაშველო ჯგუფები კი არ ჩანან. ტურისტები ყვებიან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამაშველო ჯგუფები არ დაუნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სეზონის აქტიურ ფაზა ახლა იწყება, ბოლო სტატისტიკა უკვე საგანგაშოა. ოფიციალური მონაცემებით, 1 მაისიდან დღემდე 21 ადამიანი დაიხრჩო. მიზეზი ხშირად ადგილზე მაშველების არყოფნა იყო. 4 ადამიანი დაიხრჩო […]

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა – „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა - „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს,  დილით იპოვეს. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ დამხრჩვალია და გადაგდებული“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის […]

გონიოსთან ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გონიოსთან ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გონიო – კვარიათის აკვატორიაში ზღვაში საზღვრის დაცვის კატარღამ კაცის ცხედარი იპოვა. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ვინაობა უცნობია, ამიტომ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი

ჩაქვში ზღვაში რუსეთიდან ჩამოსული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში რუსეთიდან ჩამოსული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ჩაქვში, ზღვაში 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან იყო ჩამოსული. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობრებს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას, რის შემდეგაც ზღვაში გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. პირველ რიგში კარგია იმუნური სისტემისთვის. ამასთან, ამცირებს კანის პრობლემებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ცურვის წყალობით ტკივილისგან გათავისუფლდა. მეცნიერები თვლიან, რომ აქტიური ცხოვრების ეს ფორმა სასარგებლოა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, რადგან ცურვა შესანიშნავად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. ექსპერიმენტში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ზღვაში ან მდინარეში ცურვის შემდეგ ენერგიის მოზღვავება იგრძნეს. _ […]