ჩაქვში ზღვაში რუსეთიდან ჩამოსული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში რუსეთიდან ჩამოსული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვესმაშველებმა ჩაქვში, ზღვაში 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან იყო ჩამოსული. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობრებს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას, რის შემდეგაც ზღვაში გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი