გონიოსთან ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გონიოსთან ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვესგონიო – კვარიათის აკვატორიაში ზღვაში საზღვრის დაცვის კატარღამ კაცის ცხედარი იპოვა. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ვინაობა უცნობია, ამიტომ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იმედინიუსი