ბავშვის ზურგის ტკივილი შეიძლება მძიმე ჩანთამ გამოიწვიოს

ბავშვის ზურგის ტკივილი შეიძლება მძიმე ჩანთამ გამოიწვიოსმთელ მსოფლიოში სკოლის მოსწავლეებში ზურგჩანთა ძალიან პოპულარულია.
ბევრი მშობელი ვერც კი აცნობიერებს, რომ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ნივთი არცთუ ისე უსაფრთხოა.
მეცნიერები შიშობენ, რომ მძიმე ზურგჩანთამ შესაძლოა ბავშვების სხეულის მდგომარეობაზე/პოზაზე უარყოფითად იმოქმედოს.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ უკეთესია მოსწავლემ ისარგებლოს ერთგვარი ურიკა ჩანთით – ამ გზით ხერხემალზე ზიანის დონე მნიშვნელოვნად მცირდება.
კვლევას აწარმოებდნენ გრანადას უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ ექსპერიმენტში ჩართეს 6–დან 12 წლამდე ასაკის 78 მოსწავლე.
ბავშვებს ზურგჩანთები რამდენიმე კვირის განმავლობაში ლაბორატორიაში მიჰქონდათ.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ცხიმისა და კუნთის მასის პროცენტი. ამასთან, შეისწავლეს ზურგჩანთისა და ურიკა ჩანთის წონა – ექსპერიმენტის მიზანი იყო გარკვეულიყო კავშირი მოსწავლისა და ზურგჩანთის წონას შორის.
ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ გოგონების მეოთხედი ატარებს 20%–ით მძიმე ჩანთას – ჯანმრთელობისთვის კი რეკომენდებულია 15%. მოსწავლეთა ნახევარი კი იმაზე მძიმე ჩანთით დადის, ვიდრე რეკომენდებულია.
კვლევის ავტორმა, ევა ორანტესმა შედეგს შემაშფოთებელი უწოდა.
მონაწილეთა 97% ფიქრობს, რომ ზურგჩანთა ყოველთვის მძიმეა, ხოლო იგივეს გრძნობს ურიკა ჩანთის მფლობელთა 85%.
ვინც ზურგჩანთით ყოველდღე დადის სკოლაში, უჩივის ზურგის ტკივილს და ეს მაჩვენებელი 43%–ია. ზურგის ტკივილი 12%–ით ნაკლებად აწუხებთ მათ, ვინც ურიკით მგზავრობს.
ქირურგია.გე