გურამ მაჭარაშვილი – „ევროპარლამენტარებს სიმართლე, გამჭვირვალობა არ მოსწონთ“

გურამ მაჭარაშვილი - „ევროპარლამენტარებს სიმართლე, გამჭვირვალობა არ მოსწონთ“ივანიშვილის დეპუტატები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ – გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა ბევრი ტყუილი საქართველოს საწინააღმდეგოდ”.

ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ წამების მსხვერპლი ვითომ იყო პატიმარი სააკაშვილი და ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ანუ, რეალურად, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა ბევრი ტყუილი საქართველოს საწინააღმდეგოდ. ტყუილი მცდელობა აქვს ახლა ევროპარლამენტს. რა თქმა უნდა, ახლა იქნება ძალისხმევა, ზეწოლა, რადგან სიმართლე არ მოსწონთ, გამჭვირვალობა არ მოსწონთ. ამასაც მოვესწარით, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ იბრძვიან ევროპარლამენტარები. არა უშავს”, – ამბობს მაჭარაშვილი.
სანქციები ივანიშვილს, თავისუფლება სააკაშვილს და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა – ეს არის ცვლილებები, რომელიც ევროპარლამენტარებმა,  საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციაში შეიტანეს.

თბილისის დროით ზუსტად ორ საათზე, ევროპარლამენტში კენჭი უნდა უყარონ დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა, საქართველოსთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს. ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება, რუსულ კანონს აამოქმედებს, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.