პრუთ-იგო – დანგრეული „საოცნებო“ კვარტალი

– ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ადამიანები ასეთი დამანგრევლები არიან, – აღნიშნა იამასაკიმ  „The Architectural Review“-ს ინეტერვიუში 1960-იან წლებში პრუთ-იგოში გამეფებული ვანდალიზმის შესახებ. მანვე დაამატა: „ ეს არის სამუშაო, რომელსაც ვინატრებდი, არ შემესრულებინა.“
1950 წელს აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისის ხელისუფლებამ პრუთ-იგოს კვარტლის პროექტირება მინორუ იამასაკის (მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ავტორი) დაუკვეთა. თავდაპირველი პროექტი შერეულ-სართულიანი იყო, თუმცა შეძღუდული ბიუჟეტის გამო დაიწუნეს და გადაწყდა 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების (სულ 2.870 ბინა) დაპროექტება და აშენება.

ქალაქის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ არსებული საცხოვრებელი „ჯურღმულების“ მაღალი სიმჭიდროვის, მრავალბინიანი სახლების პროექტით ჩანაცვლება  ხელს შეუწყობდა შემოსავლების ზრდას, ახალი პარკების, სათამაშო მოედნებისა და სავაჭრო სივრცეების გაჩენას. ჩანაფიქრის მიხედვით, ბინების სიმაღლეზე განაწილებით მეტი მიწა გათავისუფლდებოდა, რაც გამწვანებული პარკების მოწყობის საშუალება იქნებოდა.

მშენებლობა 1955 წელს დასრულდა. მისი არც თუ სასურველი ხარისხის მიუხედავად, პრუთ-იგო თავიდან მიიჩნიეს გარღვევად ურბანული გამოცოცხლების კუთხით. ბინებს „ღარიბების პენტჰაუს“-ებადაც მოიხსენიებდნენ.

პრუთ-იგოში თავიდან ბინების 90%-მდე შეივსო, თუმცა მოსახლეობამ მალევე დაიწყო კვარტლის მიტოვება და 1965 წლისთვის საბინაო ფონდის 1/3 ცარიელი იყო.

ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი არ განხორციელებულა. მოსახლეობის გადინებას, გარდა არქიტექტურით შექმნილი ერთფეროვანი და ერთგვაროვანი გარემოსი, ხელი შეუწყო კომუნალური მომსახურების ძალზე დაბალმა დონემ, რაც ინფრასცრუქტურის (გათბობა, ლიფტები, ელექტრობა) გაუმართავ მუშაობაში გამოიხატა. ხალხის გადინებასთან ერთად კვარტალი გადაიქცა დამნაშავეობის საშიშ ბუდედ.

1968 წლიდან ხელისუფლებამ განიზრახა კვარტლის დანგრევა და მოუწოდებდა მოსახლეობას სხვაგან გადასახლებულიყვნენ.

1972 წელს კი კორპუსების აფეთქებით კვარტლის დემონტაჟი დაიწყეს, რომელიც 1976 წელს დამთავრდა.

bu.com.ge

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018