იორამ ჩადუნელის ”საზღაური”

იორამ ჩადუნელის ”საზღაური”გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად იყიდება სერიალ ”ქართული დეტექტივის” მე-3 ტომი – იორამ ჩადუნელის ცნობილი რომანი ”საზღაური”.

ფასი გაზეთთან ერთად – 4 ლარი.

წარმატებული მეცნიერი მაგალი საჯაია კიბოს წამლის აღმოჩენის ზღურბლზე დგას, მაგრამ მოულოდნელად თავს იკლავს. გამომძიებელ ჯუანშერ მიგრიაულს თვითმკვლელობის არ სჯერა, მაგრამ მკვლელობის დამამტკიცებელი სამხილები არ ჩანს.

ცოტა ხნის შემდეგ ძარცვავენ ზურაბ ხიდურელის ბინას. ზურაბ ხიდურელი იმავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა, რომელშიც მაგალი საჯაია მუშაობდა.

რამდენიმე დანაშაული ერთმანეთში იხლართება. ჯუანშერ მიგრიაული დარწმუნებულია, რომ მათ შორის კავშირი არსებობს, მაგრამ ამ დროს თავად გამომძიებელს უცნობი პირები იტაცებენ.

ვითარება კრიტიკული ხდება…