სკანდალი რუსთავი 2-ზე – ნიკა გვარამია დებატებზე ლეიბორისტებს, დემოკრატებს და პატრიოტებს აღარ დაუშვებს

სკანდალი რუსთავი 2-ზე - ნიკა გვარამია დებატებზე ლეიბორისტებს, დემოკრატებს და პატრიოტებს აღარ დაუშვებსრამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:

“დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება.”