ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია

ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულიაამერიკელი სენატორი, 80 წლის ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ პოლიტიკოსის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, სენატორი, კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას.

“სენატორი მაკკეინი მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას რაც შეიძლება მალე” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორს, 80 წლის ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე, გლიობლასტომა დაუდგინდა.

როგორც სენასტორის ოფისი იტყობინება, მას თვალთან ქირურგებმა შედედებული სისხლი ამოკვეთეს. ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.

შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.

ოპერაციის შემდეგ 11 დღეში კი , სენატში დაბრუნდა.