საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს – მიცკევიჩის ქუჩაზე სროლა ატყდა

საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს - მიცკევიჩის ქუჩაზე სროლა ატყდათბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.

თავდასხმის შემეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აუცილებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.