ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდაბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა. როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში თქვეს, მათ სხვადასხვა ზედაპირული მრავლობითი ჭრილობები და დამწვრობები აღენიშნებოდათ.

ექიმების თქმით, მათ ძირითადად ზედა კიდურის, მტევნისა და თითების არეში ჰქონდათ ჭრილობები. მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ, ისინი სახლში გაწერეს.

ცნობილია, რომ ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა.

იმედინიუსი