ლადო გრიგალაშვილი – “ანას სიტყვებმა გონება დამიბნელა და დანა რამდენიმეჯერ ჩავარტყი” – რა წერს პირველ ჩვენებაში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

ლადო გრიგალაშვილი - "ანას სიტყვებმა გონება დამიბნელა და დანა რამდენიმეჯერ ჩავარტყი" - რა წერს პირველ ჩვენებაში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულიმიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა.

ანა ნაცვლიშვილი, მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის მასალების თანახმად, შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ 21 წლის ბიჭმა, ქურთუკი გამოიცვალა და მკვლელობის ნივთმტკიცება – დანა ავტოფარეხში დამალა, რაც პოლიციამ უკვე ამოიღო და ექსპერტიზაზე გადაგზავნა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებული გამთენიისას ნაცვლიშვილის სახლში მივიდა და მოკლულის დას უთხრა, რომ ანას ეძებდა, რომელიც მის შეტყობინებებს არ პასუხობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ალიბის შექმნას შეეცადა და მეგობრებს შეყვარებულის მოძებნაში დახმარება სთხოვა და მათთან ერთად ნაცვლიშვილს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული ვიდეო მასალა, რომელიც სამართალდამცავებმა გრიგალაშვილს გადაუღეს.

ზღვის უბნის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ თვდაპირველად ხმა გავრცელდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში ანა ნაცვლიშვილის მამას ბრალდებულიც გაყვა, საიდანაც ის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც გრიგალაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

“კვირის პალიტრა”, წერს, რომ დაკითხვისას ახალგაზრდამ პოლიციას უამბო, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

გამოცემის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ “თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ ბე-ემ-ვეში,უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამა სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, “მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო”- წერს “კვირის პალიტრა”.

არსებული ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ლადო გრიგალაშვილმა ჩვენება შეცვალა.

მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობა მის კლიენტს არ ჩაუდენია. მეტიც, ნაირა ოტიაშვილი ამბობს, რომ საქმეში შავი ფერის ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილის მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც ადვოკატის თქმით, 20 წლის გოგონას ინტიმური კავშირი ჰქონდა. თუმცა არა კავშირი აქვს ამ საკითხს ნაცვლიშვილის მკვლელობაზე, ამაზე ადვოკატს არ უსაუბრია.

ნიუპოსტი