იტალიასა და გერმანიაში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

იტალიასა და გერმანიაში ქურდობისთვის ქართველები დააკავესიტალიასა და გერმანიაში ქურდობის ბრალდებით და ქურდობის მცდელობის ფაქტზე ქართველები დააკავეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

41 წლის კაცი ქალაქ მატერაში ერთ-ერთი კერძო სახლის გაქურდვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედმა თანამზრახველთან ერთად შეაღწია სახლში და ძვირფასეულობა მოიპარა. ქურდობაში ბრალდებულების პოვნა პოლიციამ მანქანის სანომრე ნიშნის საშუალებით შეძლო. დაკავების დროს სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. დაკავებული ციხეშია გადაყვანილი.

რაც შეეხება გერმანიაში დაკავებულ 33 და 35 წლის ქართველებს, ისინი პოლიციამ ქალაქ კემნიცში მაშინ დააკავეს, როდესაც ბინის გაქურდვის შემდეგ მიმალვას ცდილობდნენ. სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულებს სახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩნდათ. პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ დაპატიმრებულებს თანამზრახველებიც ჰყავდათ. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, არიან თუ არა დამნაშავეები ქართველი მძარცველების ჯგუფის წევრები.

იმედინიუსი